სწრაფი სესხები

კომპანია პროცენტი
5.4 %

დეტალური აღწერა

Vivus.ge არის ჯგუფი „4Finance“-ის ბრენდი, რომლის მთავარი პროდუქტია ონლაინ სესხები, რომელსაც იცნობენ და ენდობიან მსოფლიო მასშტაბით.

ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ სასწრაფოდ გჭირდება ფული. 2005 წელს ჯგუფმა „4Finance” შესთავაზა მომხმარებელს სრულიად ინოვაციური პროდუქტი, სწრაფი სესხი, რომელიც გულისხმობს სესხის მიღებას უმოკლეს დროში ონლაინ რეჟიმში.

Vivus.ge უკვე საქართველოშია. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ონლაინ სესხი, ნებისმიერ დროს, 24/7, რომელიც დამუშავდება ჩვენს სამუშაო საათებში.

მარტივი აპლიკაცია, უსწრაფესი დასტური, კომფორტული მომსახურება - ეს ჩვენი სერვისია. ჩვენ უკვე გავეცით 3 500 000-ზე მეტი სესხი მსოფლიოს მასშტაბით. თუ გსურთ სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთში მიიღოთ ინტერნეტ სესხი პირად საბანკო ანგარიშზე, მაშინ თქვენ სწორ ვებგვერდზე იმყოფებით.

შპს "4ფინანსი" (vivus.ge) რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ს/კ 401978605. ჩვენი მისამართია: ც. დადიანის ქ. #7, 0101, თბილისი, საქართველო. ტელ: (032) 2 47 37 37. Vivus.ge-დან შეგიძლიათ აიღოთ ონლაინ სესხი 50 - 650 ლარამდე 1-30 დღემდე ვადით. ყველა აპლიკანტი უნდა იყოს მინიმუმ 20 წლის. პირველი სესხის არის უპროცენტო. განმეორებით სესხზე თვიური საპროცენტო განაკვეთი არის 5,5 - 15%, თუმცა დღეების რაოდენობის მიხედვით იცვლება, ნაკლებ დღეზე ნაკლებია პროცენტი. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 435%. გასათვალისწინებელია რომ სესხი არის 1 თვიანი, შესაბამისად მართებულია ვიხელმძღვანელოთ 5,5%-15%-იანი საპროცენტო განაკვეთით.

Vivus.ge-ს არ აქვს არანაირი ფარული ხარჯი ან გადასახადი. პირობები არის გამჭვირვალე. სესხის გაცემამდე მოწმდება კლიენტის საკრედიტო ისტორია. თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში თქვენ კვლავ შეგიძლიათ ისესხოთ გაზრდილი ლიმიტის ფარგლებში. ვადაგადაცილების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას დასაფარი თანხის შესახებ. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გერიცხებათ პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 1%. იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თანხის დროულად დაფარვას, შეგიძლიათ ისარგებლოთ გადავადების სერვისით. გთხოვთ გაითვალიწინოთ, რომ სესხის დროულად დაუბრუნებლობამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს თქვენს საკრედიტო ისტორიაზე.


რა არის სწრაფი სესხი ინტერნეტით?

ინტერნეტ სესხი, ონლაინ სესხი, ინტერნეტ კრედიტი (swrafi sesxebi, grdzelvadiani sesxebi, kvela sesxi, uprocento sesxebi, online sesxi, onlain sesxi) , სწრაფი სესხი ინტერნეტით სახლიდან გაუსვლელად არის სესხის საუკეთესო სახეობა, თქვენ არ გიწევთ საათობით ლოდინი იმისთვის რომ სესხი მიიღოთ, ეს ხდება მხოლოდ 15 წუთში სახლიდან გაუსვლელად. თქვენ გეძლევათ საშვალება მიიღოთ საშუალოდ 50 დან 1000 ლარამდე სესხი. სწრაფი ონლაინ კრედიტის მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია: მაღალი საპროცენტო განაკვეთი, სესხის პატარა რაოდენობა, პატარა ვადა. თუ გჭირდებათ მცირე რაოდენობის მოკლევადიანი სესხი, მაშინ სწრაფი სესხი სწორი არჩევანი იქნება თქვენთვის. ამ ტიპის სესხის ძირითადი უპირატესობებია:განაცხადის შეტანისას არ გჭირდებათ სესხის უზრუნველყოფა, გარანტორი ან დასაქმების ცნობა, იმისათვის, რომ მიიღოთ სესხი არ გჭირდებათ თავდები ან თანამონაწილე, მიღების პროცესს სჭირდება მხოლოდ რამდენიმე წუთი, ანგარიშზე თანხის მიღება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად.

სწრაფი სესხი მიღების პროცესი

უმეტეს შემთხვევებში, სწრაფი სესხის მიღების პროცესს რამოდნიმე წუთი ჭირდება, მაგრამ ეს დრო შეიძლება მაქსიმუმ ერთ საათს გაგრძელდეს. პირველი ნაბიჯს შეადგენს ფორმის შევსება და იმ კომპანიისათვის გაგზავნა, რომელსაც კრედიტორად შეარჩევთ. შემდეგ კომპანია დადასტურების შეტყობინებას გიგზავნით, რომლითაც იგი იღებს კრედიტის აღებასთან დაკავშირებულ თქვენს მოთხოვნას ან უარყოფს მას. თუ კომპანია იღებს თქვენს მოთხოვნას კრედიტთან დაკავშირებით, თქვენს საბანკო ანგარიშზე მომენტალურად მიიღებთ სასურველი რაოდენობის თანხას.

რა უნდა გააკეთოთ სწრაფი სესხის მისაღებად?

სწრაფი სესხის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ნებისმიერი საფინანსო კომპანიის განაცხადი ელექტრონულად და ასევე შეავსოთ ჩვენი (swrafisesxebi.com.ge) განაცხადი, რომელსაც ჩვენ გადავუგზავნით სხვა და სხვა კომპანიებს. ორივე შემთხვევაში კომპანია განიხილავს თქვენს მოთხოვნას. თქვენ დაგჭირდებათ მოთხოვნის დადასტურება- ძირითადად იდენტიფიკაციის საშუალებით (მინიმუმ 1 თეთრის გადარიცხვა პირადი ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე) რაც ჩაითვლება ელექტრონულ ხელმოწერად ხელშეკრულებაზე, და რაც ჩაითვლება იურიდიული ძალის მქონედ. თუ კომპანიისგან მოგივათ უარი ეს არ გიშლით ხელს, რომ იგივე განაცხადით მიმართოთ სხვა კომპანიებს. ჩვენ დაგეხმარებით ბევრი კომპანიისთვის ერთდროულად მიმართვაში, რათა არ მოგიწიოთ მრავალი განაცხადის შევსება.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხა მომენტალურად ისახება თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

როგორ უნდა შეარჩიოთ სწრაფი სესხის კომპანია?

პირველ რიგში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეადაროთ კომპანიები ერთმანეთს ჩვენი საიტის მეშვეობით (swrafisesxebi.com.ge). ყველა მიკრო საფინანსო თუ ონლაინ სესხების ორგანიზაცია ცდილობს მოერგოს კლიენტის მოთხოვნილებებს- დაიმკვიდროს თავისი ადგილი მაღალ კონკურენტულ ბაზარზე. თქვენ თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ პოტენციურად გასაცემი თანხის ლიმიტები, ვადები და საპროცენტო განაკვეთები.

სწრაფი სესხის დაფარვის პერიოდი

თუ ვერ ახერხებთ სესხის დროულად დაფარვას, თქვენ აუცილებლად უნდა გაახანგრძლივოთ სესხის დაფარვის ვადა, რადგან არ მოხვდეთ შავ სიაში და არ გაგიფუჭდეთ საკრედიტო ისტორია, სწორედ ამისთვის უნდა გამოიყენოთ გახანგრძლივების სერვისი, რომელსაც მრავალი კომპანია დამატებითი საფასურით სთავაზობს კლიენტებს.

სწრაფი სესხის დაფარვის აუცილებლობა

მიაქციეთ ყურადღება, რომ სწრაფი სესხების ორგანიზაციის მიერ გაცემული თანხა უნდა დაბრუნდეს დათქმულ ვადაში. თუ თქვენ ვერ ახერხებთ სესხის დროულად დაფარვას, შეგიძლიათ გადაავადოთ სესხის დაფარვის ვადა, იმისთვის რომ არ გაგიფუჭდეთ საკრედიტო ისტორია და მონაცემები. თუ თქვენ ოდნავ მაინც ეჭვი გეპარებათ იმაში, შეძლებთ თუ არა საბოლოოდ სესხის დაფარვას, ჩვენი რჩევა იქნება მოითხოვოთ ან ნაკლები სასესხო თანხა, ან საერთოდ უარი თქვათ სწრაფი სესხის მიღებაზე.