სწრაფი სესხები

პროცენტი
(1) 0% / (2-3..) 6-15 %

როგორ დავზოგოთ სასკოლო საყიდლებზე?


გთხოვთ მოიწონოთ და გააზიაროთ,რათა მიიღოთ გაცილებით მეტი ინფორმაცია


დეტალური აღწერა

მეთოდი #1 – ძალიან მარტივი და ეფექტური

მიუხედავად იმისა, სახლში პირველკლასელი მოსწავლე გყავთ თუ არა, მაინც ძირფესვიანად დაალაგეთ სახლი. დიდი შანსია იმის, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის საჭირო ნივთებს მაინც აღმოაჩენთ. გენერალური დალაგება კი ნაკლებად საჭირო ნივთებისგან გათავისუფლებაშიც დაგეხმარებათ.

მეთოდი #2 -ნუ იყიდით ნივთებს პრინციპით: „რადგან მინდა, ე.ი. აუცილებლად მჭირდება“

იმისათვის, რომ სასკოლო საყიდლებზე წასვლისას მნიშვნელოვანი ნივთების შეძენა არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად იქონიეთ საჭირო ინვენტარის სია.

შესაძლოა სკოლა, სადაც შვილის შეყვანას გეგმავთ, თადავად აწარმოებს მნიშნელოვანი საყიდლების სიის შედგენის პრაქტიკას და ეს სია თავად გადმოგცეთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ მოხდება, საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და რაციონალურურობას დაეყრდენით და ასე მიიღეთ გადაწყვეტილება.

მეთოდი #3 – ნუ იყიდით პირველსავე მაღაზიაში (იმ მოტივით, რომ სხვაგან წასვლა გეზარებათ)

მოიკრიბეთ მოთმინება და აუცილებლად შეიარეთ რამდენიმე მაღაზიაში, სანამ რომელიმე მათგანზე არჩევანს გააკეთებთ. ასევე, ეცადეთ, სასკოლო საყიდლები აგვისტოს ბოლოსთვის არ მოიტოვოთ.

მეთოდი #4 – გამოიყენეთ ფასდაკლების პერიოდი, სხვადასხვა ვაუჩერი და საბონუსე სისტემა

ფასდაკლება სასკოლო ნივთებზე

გახსოვდეთ, რომ თითოეული მაღაზიის მენეჯმენტი ისევეა ჩვენით, როგორც მყიდველით, დაინტერესებული, როგორც ჩვენ – მათში. ამიტომ ისინი გაყიდვების წახალისების მიზნით სეზონურ ფასდაკლებებს გვთავაზობენ, რითიც აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ.

მეთოდი #5 -შეევაჭრეთ (სადაც შესაძლებელია)

როგორც წესი, ბაზრობაზე საყიდლებისას ფასზე მოლაპარაკება შესაძლებელია. იგივე სცადეთ ზოგიერთ მაღაზიაში. სავსებით შესაძლებელია, რომ 10-15% ფასდაკლებას შემოგთავაზებენ. ამისათვის კი საჭიროა, უბრალოდ გამყიდველს ამ საკითზე გაესაუბროთ. თანაც, თქვენ არაფერს კარგავთ. თუკი რეალურ ფასს ვერ შემოგთავაზებთ, არჩევანი ბევრია და თვენც მშვიდად გადაინაცვლებთ მომდევნო მაღაზიაში.

მეთოდი#6 -იყიდეთ საბითუმო ვაჭრობის ადგილებში

საკანცელარიო ნაწარმის შეძენისას გირჩევთ, მთელი ან ნახევარი წლის მარაგი იყიდოთ. ჩათვალეთ, რომ დაახლოებით 20%-ს დაზოგავთ. თანაც, ერთ დღეს იყიდით იმ რაოდენობას, რომლის შესაძენად მთელი წლის მანძილზე შესაძლოა, ბევრი დრო და ენერგია დაგეხარჯათ.

მეთოდი #7 – სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა

სასკოლო წიგნები

სანამ სასკოლო წიგნების შესაძენად მაღაზიებს ესტუმრებით, ჯერ კარგად მოიპოვეთ ინფორმაცია კონკრეტულად თქვენი შვილის სკოლაში რა სახის ლიტერატურას იყენებენ? ასევე მნიშვნელოვანია მოპოვოთ ინფორმაცია რა სახის წიგნები გადაეცემათ თქვენს შვილებს უფასოდ და რაში მოგიწევთ ფულის დახარჯვა?

ამის შემდეგ კი აუცილებლად ჰკითხეთ თქვენს მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, ხომ არ მოეპოვებათ შესაბამისი ლიტერატურა, რომელიც მათ შვილებს აღარ სჭირდებათ, თქვენს შვილს კი ძალიანაც გამოადგება?

აუცილებლად აქტიურად გამოიყენეთ სოციალური ქსელები, სადაც მშობლები სასკოლო წიგნებს ცვლიან.

მეთოდი #8 – სამოსის შეძენისას ეკონომია გააკეთეთ

ალბათ დაგვეთანხმებით, სასწავლო სეზონის დაწყება ოჯახის ბიუჯეტს როგორც წესი, მძიმე ტვირთად აწვება ხოლმე. ალბათ, იმაშიც დაგვეთანხმებით, როდესაც თავად გახდით მოსწავლეები, მაშინ ხარჯები კიდევ უფრო მცირე იყო, ვიდრე ახლა.

მშობლების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ხარჯის უდიდესი ნაწილი ტანისამოსის შეძენაზე მოდის.

როგორ დავზოგოთ ტანსაცმელზე?

შესაძლოა, ამაზე არც გიფიქრიათ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია თქვენი ბავშვების ტანსაცმლის გაყიდვა.

ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, ტანსაცმელიც ელვის სისწრაფით უპატარავდებათ, ზოგიერთის ჩაცმას ვერც კი ასწრებთ. სწორედ ამიტომ, ისეთი ტანსაცმლის ფოტოები, რომლის გამოყენებაც თავისუფლადაა შესაძლებელი, გირჩევთ სხვადასხვა ვებ-გვერდზებზე ან სოციალურ ქსელებში განათავსოთ და გაყიდოთ. ამ ხერხით უსარგებლო ტანსაცმლისგან გათავისუფლდებით და არც თუ უსარგებლო მეთოდით.

ნუ იყიდით ყველაფერს აგვისტოს ბოლოს. სექტემბრის საყიდლებზე იფიქრეთ რამდენიმე თვით ადრე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სეზონური ფასდაკლებები ასეთ მაცდურ შემოთავაზებებს გვიკეთებენ.

სამოსის შეძენა ონლაინ მაღაზიებშიც სარფიანი შეიძლება აღმოჩნდეს. ვებ-გვერდებზე დიდი არჩევანი და საკმაოდ მეგობრული ფასებია.

! რჩევები მათთვისაც გვაქვს, ვის პატარა მოსწავლესაც სკოლაში ფორმით სიარული მოუწევს.

ყველაზე იაფი დაგიჯდებათ, თუკი ფორმას მკერავს შეაკერინებთ;

ხშირად, სკოლის მენეჯმენტი თავად უზრუნველყოფს როგორც ზომების აღებას, ასევე მათ შეკერვას – ეს არც თუ ისე იაფი დაჯდება, მაგამ ესეც იდეაა;

სასკოლო ფორმის გარდა ბუნებრივია, დაგჭირდებათ სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი და თქვენი პატარა პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებისთვის მზადაა!

იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთ ჩამოთვლილ ყველა რცევას გაითვალისწინებთ და მაინც დაგაკლდებათ თანხა საყიდლებზე, მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ აიღოთ ონლაინ სესხი და თამამად შეიძინოთ აუცილებელი სასკოლო ნივთები.

swrafi-sesxi.ge წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!


რა არის სწრაფი სესხი ინტერნეტით?

ინტერნეტ სესხი, ონლაინ სესხი, ინტერნეტ კრედიტი (swrafi sesxebi, grdzelvadiani sesxebi, kvela sesxi, uprocento sesxebi, online sesxi, onlain sesxi) , სწრაფი სესხი ინტერნეტით სახლიდან გაუსვლელად არის სესხის საუკეთესო სახეობა, თქვენ არ გიწევთ საათობით ლოდინი იმისთვის რომ სესხი მიიღოთ, ეს ხდება მხოლოდ 15 წუთში სახლიდან გაუსვლელად. თქვენ გეძლევათ საშვალება მიიღოთ საშუალოდ 50 დან 1000 ლარამდე სესხი. სწრაფი ონლაინ კრედიტის მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია: მაღალი საპროცენტო განაკვეთი, სესხის პატარა რაოდენობა, პატარა ვადა. თუ გჭირდებათ მცირე რაოდენობის მოკლევადიანი სესხი, მაშინ სწრაფი სესხი სწორი არჩევანი იქნება თქვენთვის. ამ ტიპის სესხის ძირითადი უპირატესობებია:განაცხადის შეტანისას არ გჭირდებათ სესხის უზრუნველყოფა, გარანტორი ან დასაქმების ცნობა, იმისათვის, რომ მიიღოთ სესხი არ გჭირდებათ თავდები ან თანამონაწილე, მიღების პროცესს სჭირდება მხოლოდ რამდენიმე წუთი, ანგარიშზე თანხის მიღება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად.

სწრაფი სესხი მიღების პროცესი

უმეტეს შემთხვევებში, სწრაფი სესხის მიღების პროცესს რამოდნიმე წუთი ჭირდება, მაგრამ ეს დრო შეიძლება მაქსიმუმ ერთ საათს გაგრძელდეს. პირველი ნაბიჯს შეადგენს ფორმის შევსება და იმ კომპანიისათვის გაგზავნა, რომელსაც კრედიტორად შეარჩევთ. შემდეგ კომპანია დადასტურების შეტყობინებას გიგზავნით, რომლითაც იგი იღებს კრედიტის აღებასთან დაკავშირებულ თქვენს მოთხოვნას ან უარყოფს მას. თუ კომპანია იღებს თქვენს მოთხოვნას კრედიტთან დაკავშირებით, თქვენს საბანკო ანგარიშზე მომენტალურად მიიღებთ სასურველი რაოდენობის თანხას.

რა უნდა გააკეთოთ სწრაფი სესხის მისაღებად?

სწრაფი სესხის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ნებისმიერი საფინანსო კომპანიის განაცხადი ელექტრონულად და ასევე შეავსოთ ჩვენი (swrafisesxebi.com.ge) განაცხადი, რომელსაც ჩვენ გადავუგზავნით სხვა და სხვა კომპანიებს. ორივე შემთხვევაში კომპანია განიხილავს თქვენს მოთხოვნას. თქვენ დაგჭირდებათ მოთხოვნის დადასტურება- ძირითადად იდენტიფიკაციის საშუალებით (მინიმუმ 1 თეთრის გადარიცხვა პირადი ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე) რაც ჩაითვლება ელექტრონულ ხელმოწერად ხელშეკრულებაზე, და რაც ჩაითვლება იურიდიული ძალის მქონედ. თუ კომპანიისგან მოგივათ უარი ეს არ გიშლით ხელს, რომ იგივე განაცხადით მიმართოთ სხვა კომპანიებს. ჩვენ დაგეხმარებით ბევრი კომპანიისთვის ერთდროულად მიმართვაში, რათა არ მოგიწიოთ მრავალი განაცხადის შევსება.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხა მომენტალურად ისახება თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

როგორ უნდა შეარჩიოთ სწრაფი სესხის კომპანია?

პირველ რიგში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეადაროთ კომპანიები ერთმანეთს ჩვენი საიტის მეშვეობით (swrafisesxebi.com.ge). ყველა მიკრო საფინანსო თუ ონლაინ სესხების ორგანიზაცია ცდილობს მოერგოს კლიენტის მოთხოვნილებებს- დაიმკვიდროს თავისი ადგილი მაღალ კონკურენტულ ბაზარზე. თქვენ თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ პოტენციურად გასაცემი თანხის ლიმიტები, ვადები და საპროცენტო განაკვეთები.

სწრაფი სესხის დაფარვის პერიოდი

თუ ვერ ახერხებთ სესხის დროულად დაფარვას, თქვენ აუცილებლად უნდა გაახანგრძლივოთ სესხის დაფარვის ვადა, რადგან არ მოხვდეთ შავ სიაში და არ გაგიფუჭდეთ საკრედიტო ისტორია, სწორედ ამისთვის უნდა გამოიყენოთ გახანგრძლივების სერვისი, რომელსაც მრავალი კომპანია დამატებითი საფასურით სთავაზობს კლიენტებს.

სწრაფი სესხის დაფარვის აუცილებლობა

მიაქციეთ ყურადღება, რომ სწრაფი სესხების ორგანიზაციის მიერ გაცემული თანხა უნდა დაბრუნდეს დათქმულ ვადაში. თუ თქვენ ვერ ახერხებთ სესხის დროულად დაფარვას, შეგიძლიათ გადაავადოთ სესხის დაფარვის ვადა, იმისთვის რომ არ გაგიფუჭდეთ საკრედიტო ისტორია და მონაცემები. თუ თქვენ ოდნავ მაინც ეჭვი გეპარებათ იმაში, შეძლებთ თუ არა საბოლოოდ სესხის დაფარვას, ჩვენი რჩევა იქნება მოითხოვოთ ან ნაკლები სასესხო თანხა, ან საერთოდ უარი თქვათ სწრაფი სესხის მიღებაზე.